მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში კიდევ 15 სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს

ყარაბაღში 15 ცხედარი იპოვეს

მთიანი ყარაბაღის მარტუნის რაიონში კიდევ 15 დაღუპული სამხედრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

სამძებრო სამუშაოები ყარაბაღის სხვა რაიონებშიც მიმდინარეობს. ამ დროისთვის ნაპოვნია 1344 სომეხი სამხედროს ცხედარი.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ის ცნობილია, როგორც „ყარაბაღის მეორე ომი“. ომი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეწყდა, რომელსაც ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი.

ასევე წაიკითხეთ:

🔓 ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა

🔓 ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა