მთიანი ყარაბაღის ჰოჯავენდის რაიონში აზერბაიჯანულ სპეცრაზმელებსა და ტყეში ჩარჩენილ სომხურ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ Report.az იუწყება.
შეტაკების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა. ასევე დაიღუპა სომხური დაჯგუფების ექვსი წევრი.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, 44 დღეს გრძელდებოდა. 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თუმცა ლოკალური შეტაკებები დროდადრო ხდება.
იხილეთ აგრეთვე:
🔆 თურქი სამხედროები, რომლებიც ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.
დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა.
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.
რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.