მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიანი ყარაბაღი რუსეთთან ავიამიმოსვლის გახსნას გეგმავს

რეგულარული რეისები ყარაბაღში

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის გახსნას გეგმავს. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში აცნობეს, პირველი რეისები სტეფანაკერტის აეროპორტში შეიძლება უკვე დეკემბერში განხორციელდეს. 

 

„ახლა ჩვენს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს - ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მალე მოხდეს“ - აცხადებენ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, აეროპორტი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავებს მოემსახურება. თვითმფრინავები როგორც მოსკოვიდან, ასევე რუსეთის რეგიონებიდან იფრენენ.

სტეფანაკერტის აეროპორტი 1974 წელს გაიხსნა. საბჭოთა კავშირის დროს რეისები, ძირითადად ერევანსა და ბაქოში სრულდებოდა. ყარაბაღის პირველი ომის დროს ის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 1990-იანი წლებიდან სამოქალაქო რეისები იქ არ შესრულებულა.