მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი განიხილა

მურატ ჯიოევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს. 

ჯიოევის ოფისის ინფორმაციით, საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის და "ცხელი ხაზის“ არსებობის აუცილებლობას.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მარტის ბოლოს გაიმართება.

ჟენევის დისკუსიების ბოლო შეხვედრა 2020 წლის დეკემბერში გაიმართა.

იხილეთ ასევე:

🔅 სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

🔅 რას უქადის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს