მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს გენმდივანი რუსეთს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

სტოლტენბერგი რუსეთზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, რომ მან უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძალთა კონცენტრაცია უკრაინის მახლობლად და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია“ - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი კულებასთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთის მიერ ძალთა ყველაზე დიდ კონცენტრაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. „რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით ბრძოლისუნარიანი სამხედრო განათავსა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ კულებამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი გაუაზრებელ ქმედებებს არ განახორციელებს, რადგანაც ამას „ძალადობის სპირალის ამოქმედება მოჰყვება“.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინას მეტი შანსი აქვს, ვიდრე 7 წლის წინ - ექსპერტი

🔅 რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო განათავსა

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები