მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს

ფაშინიანს გადადგომის ვადა დაუწესეს

ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.

ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფაშინიანს დრო 8 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცეს, რომ ბოლო დისკუსია გამართოს თავის პოლიტიკურ გუნდთან და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.

🛑 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🛑 შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ფოტოს armenpress ავრცელებს.