კონფლიქტები

ნურმაგომედოვის ვიზიტის გაუქმების გამო „არუაა“ ენგურზე გადასვლის დროს წესების გამკაცრებას მოითხოვს

არუაა ნურმაგომედოვზე
1622463654
დაკოპირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ სოხუმში ჰაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტის გაუქმების გამო ენგურზე გადასვლის დროს წესების გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ორგანიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში UFC-ის არაერთგზის ჩემპიონის ვიზიტის გაუქმების ფაქტს „ანტიაფხაზურ ქმედებებს“ უწოდებს. ორგანიზაცია დე ფაქტო ხელისუფლებისგან მომხდართან დაკავშირებით პასუხს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

„არუაა“ თბილისის ქმედებას, რომელმაც ნურმაგომედოვის ვიზიტი დაბლოკა, ცინიზმს და სისაძაგლეს უწოდებს და ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას ურჩევს გაამახვილოს ყურადღება, რომ „აფხაზეთის და აფხაზი ხალხის გადარჩენის ერთადერთი გარანტი რუსეთია“.

ცნობისთვის, შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ ივნისს უნდა ჩასულიყო. სოხუმის სტადიონზე ნურმაგომედოვის მასტერკლასის ჩატარება იგეგმებოდა. 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნურმაგომედოვი სოხუმში აღარ ჩადის, რადგანაც მას აშშ და საქართველო სანქციებით დაემუქრნენ, კერძოდ რუსულ და აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნურმაგომედოვს აშშ-ის ვიზის გაუქმებით და აშშ-ში არსებული კონტაქტების გაწყვეტით დაემუქრნენ.

🔅 ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო სადგურების აღდგენაში იტალიური კომპანია მიიღებს მონაწილეობას

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.