მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 16 წლის გოგოს კორონავირუსით რეინფიცირება დაუფიქსირეს

აფხაზეთში რეინფიცირების შემთხვევა

ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრებ 16 წლის გოგოს კორონავირუსით რეინფიცირება დაუფიქსირდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„ჩვენ Covid19-ის რეინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. პირველად ამ გოგომ საავადმყოფოს 2020 წლის 6 ოქტომბერს მიმართა. მაშინ მას დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდა. გაუქრა ყნოსვა. PCR ტესტის ჩატარების შემდეგ კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა" - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა.

მისი თქმით, 14-დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა.

15 დეკემბერს კი გოგონას კვლავ COVID 19-ის სიმპტომები დაუდგინდა. მას ტესტირება ჩაუტარეს და ვირუსის არსებობა კვლავ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8011 შემთხვევა დადასტურდა. 102 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6173 - გამოჯანმრთელდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენება დაუშვეს

🔅 ნათია თურნავა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათის გამოყენების შესახებ ინფორმაციას შეისწავლის