მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-1993 წლებში კონფლიქტში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამუშაოები ჩატარდება

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად 1992-1993 წწ კონფლიქტში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

სამუშაოები ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა რაიონებში ჩატარდება. სპეციალისტები 30 ადგილზე გაამახვილებენ ყურადღებას, სადაც პოტენციური სამარხები არსებობს. ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში შეგროვდა.

2010—2021 წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში 191 ცხედრის ამოცნობა მოხდა, მათგან 44 ოკუპირებულ რეგიონში დაასაფლავეს.