მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომობილი ტურისტებით სავსე ავტობუსს შეეჯახა

ავარია აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტურისტებით სავსე ავტობუსს შეეჯახა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„შემთხვევა ცისფერი ტბის მახლობლად მოხდა. ავტობუსი გვირაბიდან გამოდიოდა და ამ დროს მოხდა შეჯახება“ - განუცხადა სააგენტოს რიწის პარკის დირექტორმა ადამურ ბაღათელიამ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორივე ავტომობილის მძღოლმა და ავტობუსში მყოფმა გიდმა სხეულის დაზიანება მიიღეს.