მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის დროებითი პრემიერი დანიშნეს

აფხაზეთის დროებითი პრემიერი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მოქმედი „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი ამჟამად მოსკოვში სამკურნალოდ იმყოფება. ანქვაბს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ანქვაბის პრესსამსახური იუწყება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "სტაბილურია, საშუალო სიმძიმის და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება".

ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდგინდა. 5 იანვარს ის გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 7 იანვარს პაციენტი მოსკოვის სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე:

„წვიმამ ხანძარი ყველგან ჩააქრო“ - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძლიერი ხანძარია