მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრი გადადგა

დიმიტრი დბარი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა თანამდებობა დატოვა, შესაბამისი თხოვნით მან ასლან ბჟანიას მიმართა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება.

ბჟანიამ დბარის ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ამ ინფორმაციის მიხედვით, „დბარი თანამდებობიდან დროებით, გამოძიების დასრულებამდე გადადგა“.

ე.წ. მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად რუსლან აჟიბა დაინიშნა.

ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში 30 სექტემბერს სროლა მოხდა, რომელშიც ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამჟამად ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

მომხდარის გამო დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა და სოხუმში დაბრუნდა.