მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ინტერნეტის გრაფიკით მიწოდება იგეგმება

აფხაზეთში შეიძლება ინტერნეტი გათიშონ

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით გათიშვის შემდეგ, შესაძლოა, ინტერნეტი გამორთონ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც „აფსნიპრესს“ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით ღამის საათებში რამდენიმე საათით შეიძლება ინტერნეტის გათიშვა მოხდეს. ამის გარეშე კი ე.წ. მაინინგის ფერმებით კრიპტოვალუტის მოპოვება შეუძლებელია.

შამბამ ეს იდეა სპეციალურ თათბირზე გააჟღერა, რომელიც დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თავმჯდომარეობით გაიმართა. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თემურ ახიბას ინფორმაციით, მხოლოდ ივლისში კრიპტოვალუტის 2450 აპარატი გამოვლინდა და მათი დემონტაჟი მოხდა.

ასლან ბჟანიამ უკანონო მაინინგის აპარატების გამოვლენის და დემონტაჟის მხრივ მიმდინარე სამუშაოებით უკმაყოფილოა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.