მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ბრიტანული შტამი აღმოაჩინეს

ბრიტანული შტამი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 6 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბარი იყო ე.წ პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის და ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუტბას შეხვედრაზე.

ბუტბას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის ვაქცინაცია 976 ადამიანს ჩაუტარდა. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ სოხუმში ტარდება, მაგრამ სხვადასხვა რაიონებში ვაქცინაციის დაწყებაც იგეგმება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან ჩასულ სპეციალისტებთან ერთად ოკუპირებულ რეგიონში იმუნური სტატუსის დადგენისთვის კვლევების ჩატარებაც იგეგმება.