მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ტყის ხანძარი იყო

ტყის ხანძარი გაგრაში

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.  

როგორც სააგენტოს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში აცნობეს, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს.

ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით გართულებული იყო გაგრის რაიონში, იქ ხანძარი მთის მასივში გავრცელდა, სადაც სპეცტექნიკის გამოყენება შეუძლებელი იყო, ამიტომ ხანძარს ხელით აქრობდნენ.

ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში გალის და გაგრის რაიონებში ტყის ძლიერი ხანძარი მოხდა, რომლის ჩაქრობაც რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 სოხუმი: საქართველო ცდილობს აჩვენოს, რომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე დაიკარგა