კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა მკაცრი კარანტინის დაწესებას მოითხოვს

აფხაზეთში რეინფიცირების
შემთხვევა
1610439135
დაკოპირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა დე ფაქტო მთავრობას მიმართავს და მკაცრი საკარანტინე ზომების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

„აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალიან ცუდი სცენარით ვითარდება. ბოლო თვეებში ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. იზრდება ლეტალური შედეგებიც. ყოველდღიურად 2-3 ადამიანი იღუპება. მათ შორის არიან ჩვენი ნათესავები და ახლობლები. ინფიცირების ასეთი ზრდა ჯანდაცვის სისტემას კოლაფსით ემუქრება. მთელი რესურსები COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად არის მიმართული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“ - წერენ მიმართვის ავტორები.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების რეალური სურათი არ არსებობს. წერილის ავტორები წერენ, რომ კვლავაც ტარდება მასობრივი კორპორატიული და ოჯახური ღონისძიებები, ადამიანები ნიღბებს არ ატარებენ, ოკუპირებული აფხაზეთი კვლავ გახსნილია ტურისტებისთვის და არ მიმდინარეობს მათი შემოწმება, ტესტირება ან თერმოსქრინინგი მაინც. „ახლა ადამიანები სასწავლო დაწესებულებების გახსნასაც მოითხოვენ, რადგანაც ფიქრობენ, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, რაც ასე არ არის“ - წერენ მიმართვის ავტორები.

„მოვითხოვთ, რომ სამი კვირით, ანუ 12 იანვრიდან 31 იანვრამდე მკაცრი საკარანტინე ზომები დაწესდეს. ეს დროებითი, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი ზომაა, რაც ინფიცირების შემთხვევებს შეამცირებს. ასევე საშუალებას მისცემს საავადმყოფოებს, რომ პაციენტებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ და სისტემის კოლაფსი არ დაუშვან. საკარანტინე რეჟიმის დარღვევაზე აუცილებელია ადმინისტრაციული და ფინანსური სანქციების დაწესება. ხელისუფლება დეკლარაციებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“ - წერენ მიმართვის ავტორები.

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9961 შემთხვევა დაფიქსირებული. 7506 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 142 გარდაიცვალა.

📣 ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის დროებითი პრემიერი დანიშნეს

📣 „წვიმამ ხანძარი ყველგან ჩააქრო“ - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. 

1611824235

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის  თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1611822882

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა. 

1611821794

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1611821278
ირანელი დიპლომატი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში...

რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.

1611817489
321 თბილისი, 121 იმერეთი - ეპიდვითარება...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. 

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.