მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი აღმოაჩინეს

რუსი ტურისტის ცხედარი ტბაში

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ტბაში რუსი ტურისტის, დიმიტრი კოვალიოვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული რუსეთის ქალაქ მურმანსკიდან იყო ჩამოსული. წინასწარი ინფორმაციით, ის ტბაში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა და დაიხრჩო.

მსგავსი ფაქტი ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. მაშინ რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო.