მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

წვრთნები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიცრების საცეცხლე მომზადების წვრთნები გაიმართა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

წვრთნებში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ის 2021 წლის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების გეგმის მიხედვით ჩატარდა.

წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების წესების და უსაფრთხოების ნორმების, ავტომატის დაშლის და აწყობის, ხელყუმბარების ტყორცნის და დამიზნების წესების ნორმატივები ჩააბარეს.

სროლის დასრულების შემდეგ თითოეულმა სამხედრომ შესაბამისი შეფასება მიიღო.

იხილეთ აგრეთვე:

🚸 შამბა: აფხაზეთის გავლით რკინიგზის ბლოკირების მიზანია რეგიონიდან რუსეთის განდევნა

🚸 ცხინვალი დავით ქაცარავას მადლობას უხდის