მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო სადგურების აღდგენაში იტალიური კომპანია მიიღებს მონაწილეობას

სარკინიგზო სადგურები აფხაზეთში

იტალიური კომპანიის „GLOBAL ARREDI”-ის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან. მათ სარკინიგზო სადგურის აღდგენის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანია რუსეთში უკვე 13 წლის განმავლობაში მუშაობს. ოკუპირებულ აფხაზეთში ის გაგრის და სოხუმის სარკინიგზო სადგურების აღდგენას გეგმავს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საკრუიზო მატარებლის პროექტის ამოქმედებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მატარებელი რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან უნდა გამოვიდეს და ოკუპირებულ აფხაზეთში სამ ადგილას - გაგრაში („გაგრიფში“), ახალ ათონსა და სოხუმში („კელასური“) გაჩერდეს. საკრუიზო მატარებლის ამოქმედება უკვე მიმდინარე წელს იგეგმება.

„სადფგურ გაგრიფშის აღდგენა ორ ეტაპად იგეგმება. აქ ფლიგელის აღდგენა იგეგმება და სადგურის შიდა ტერიტორიის კონსერვაცია მოხდება. რაც შეეხება სადგურ კელასურს, აქ შენობის კონსერვაცია მოხდება და პლატფორმის აღდგენა იგეგმება.

🔅 სააკაშვილმა სოხუმში ჩასული უკრაინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა