მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმა იგეგმება

არძინბას ძეგლის პროექტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმა იგეგმება. ამჟამად ძეგლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

3 ნამუშევარზე, რომლებიც ცენტრალურ საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი, ონლაინ კენჭისყრა გაიმართება.

ექსპოზიცია 15-დან 21 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.

ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ედგა სათავეში. არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველის განდევნა. 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა აფხაზეთის რესპუბლიკა, რომლის მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ვლადისლავ არძინბა დაინიშნა. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს ის აფხაზური ფორმირებების სარდალი იყო. 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. იმავე დღეს საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადისლავ არძინბა სეპარატისტული აფხაზეთის „პრეზიდენტად“ აირჩიეს. 1999 წლის 3 ოქტომბერს კი არძინბა „პრეზიდენტად“ მეორე ვადით აირჩიეს.

ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

შამბა: აფხაზეთის გავლით რკინიგზის ბლოკირების მიზანია რეგიონიდან რუსეთის განდევნა