მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში აქციები გრძელდება

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე აქცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიებისა და ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლა სცადა. ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციას სამართალდამცველების დამატები ჯგუფი იცავს.

ინფორმაციისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.