მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქციები განახლდა

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე აქცია

ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან.

მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება. ჯაბიევის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ამასთან, მათი მოთხოვნაა, სასამართლო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით ზუსტი მიზეზები დადგინდეს.

ინფორმაციისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.