მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი იმართება

ცხინვალის გზა

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი იმართება. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უზენაესი სასამართლო“ აწარმოებს.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაკავებისას დაჭრეს