მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ცხინვალის „სასამართლო“

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ. სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გახელაძეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი აქვს წაყენებული.

გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. აღსანიშნავია, რომ მას უკვე ორჯერ გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა.

ინფორმაციისთვის, ე.წ. წინასასამართლო სხდომა, რომელიც 18 იანვარს გაიმართა, დე ფაქტო რეჟიმის სასამართლომ განაჩენის გარეშე დაასრულა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ანთაძე: ზაზა გახელაძეს სამედიცინო მომსახურება უტარდება

✔️ ლია გიგაური: ზაზა გახელაძეს საფრთხე არ ემუქრება