მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთი და ჩეჩნეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

სოხუმის დელეგაცია გროზნოში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ და ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა ჰასან ჰაკიმოვმა გროზნოში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ხიშბამ და ჰაკიმოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ისინი შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

თეიმურაზ ხიშბა ბოლო დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც ოკუპირებული რეგიონის ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა.

იხილეთ აგრეთვე:

✳️ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს

✳️ ცხინვალი დავით ქაცარავას მადლობას უხდის