მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს

კრისტინა ოზგანი ავიამიმოსვლაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განიხილა. ამის შესახებ apsnypress.info იუწყება. 

ოზგანი რუსეთის დედაქალაქში ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ნერადკოს შეხვდა. საუბარი შეეხო, პირველ რიგში, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს. შეხვედრაზე აეროპორტის შენობის აგების და საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხები განიხილეს.

კრისტინა ოზგანმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტის კომპლექსის დაპროექტების სამუშაოები უკვე მიმდინარე წელს დაიწყება. ალექსანდრე ნერადკომ ოზგანს ამ საკითხში მხარდაჭერას დაჰპირდა.

სოხუმის, ანუ ბაბუშერას აეროპორტი 1960-ის წლებში გაიხსნა. ფრენები აქ 1993 წლამდე ხორციელდებოდა. აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მას საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. სოხუმის დაცემის შემდეგ აეროპორტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. სოხუმის დე ფაქტო მთავრობამ ავიამიმოსვლის აღდგენა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ:

♻️ ენგურის ხიდი გაიხსნა - რამდენ დღიანი კარანტინი იმოქმედებს გადმომსვლელთათვის?

♻️ სუს-ი: ნარატივი, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები გახშირდა, მცდარია