მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოკუპირებული აფხაზეთიდან ველით პასუხს, რომ ჩავერთოთ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში“- თეა ახვლედიანი

„ოკუპირებული აფხაზეთიდან ველით პასუხს, რომ ჩავერთოთ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში“

 საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა  ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხანძრის კერებზე და საქართველოს  მთავრობის  მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე.

„ხანძარმა  სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივებს და გარემოს. ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური  ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდან ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ, სხვადასხვა გზებით მათ შორის ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავცე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

👉 ინფორმაციისთვის, 7 იანვრის საღამოს, გაგრაში ცეცხლი დასახლებულ რაიონებს 150 მ-ის მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც დე-ფაქტო ხელისუფლებამ ევაკუაციისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

👉 აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალში 5 იანვარს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რაც არასწორი აღმოჩნდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔶რა ვითარებაა გაგრაში - დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

🔶ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძლიერი ხანძარია