მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატანილ ხატს უკან აბრუნებს

აფხაზეთის ეკლესია პატრიოტების ჩატანილ ხატს აბრუნებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ჩატანილ ღვთისმშობლის ხატს არ იღებს და უკან აბრუნებს.

ამის შესახებ ე.წ. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განცხადება გაავრცელა.

„აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ იღებს ქართველი დეპუტატის მიერ ჩამოტანილ ხატს, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, როგორც საჩუქარს ქართული ეკლესიისგან ილორის ტაძრისთვის და უკან უბრუნებს მას.

ეს მისია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიისთვის შეტყობინების გარეშე განხორციელდა. მსგავსი ქმედებები დაუშვებელია, სანამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარება არ მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ღვთისმშობლის ხატი 24 აგვისტოს ჩაიტანეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან მოურავის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისთვის პირადი კონტაქტები გამოიყენა.