მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველი დე ფაქტო მთავრობას ენგურის ხიდზე შეზღუდვების გაუქმების თხოვნით მიმართავს

ენგურზე გადაადგილების შეზღუდვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა ენგურის ხიდზე შეზღუდვების გაუქმების თხოვნით დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას მიმართა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

„შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის დაწესდა, უნდა იყოს არსებული საფრთხის ადეკვატური. დღეს უკვე რიგი შეზღუდვები როგორც საქართველოში, ასევე აფხაზეთში შერბილებულია. საზღვარზე კი კვლავ შეზღუდვები მოქმედებს, რაც გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მოსახლეობის მიერ აღიქმება, როგორც დისკრიმინაცია“. - განაცხადა შაკრილმა.

მან ასევე დაამატა, რომ „ენგურზე გადაადგილების გამო პრობლემები იმ ახალგაზრდებს ექმნებათ, ვისაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა სურთ და იმ ადამიანებს, ვინც ქრონიკული დაავადებები აღენიშნება და ვინც საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობს.

აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 2020 წლის 14 მარტიდანაა დახურული. ეს გადაწყვეტილება სოხუმმა საქართველოში კორონავირუსის ფაქტების მატების გამო მიიღო. ერთი წლის განმავლობაში „საზღვარი" 5-ჯერ გაიხსნა, თუმცა გადაადგილება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე:

✖️ აპლია: აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქის წოდება უნდა აღვადგინოთ

✖️ სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას