მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული 3 პირი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველები

ოკუპირებული გალიდან გაუჩინარებული საქართველოს სამი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები მდინარე ენგურიდან მაშველებმა ამოიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდნენ.

მოქალაქეები, სავარაუდოდ, მდინარე ენგურის გადაცურვისას დაიხრჩვნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მდინარე ენგურზე დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.