მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო ზაზა გახელაძეს განაჩენს 5 თებერვალს გამოუტანს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

შესაბამისად, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სასამართლო უკანონოდ დაკავებულ გახელაძეს განაჩენს 5 თებერვალს გამოუტანს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გახელაძეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი აქვს წაყენებული.

გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. აღსანიშნავია, რომ მას უკვე ორჯერ გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა.

ინფორმაციისთვის, ე.წ. წინასასამართლო სხდომა, რომელიც 18 იანვარს გაიმართა, დე ფაქტო რეჟიმის სასამართლომ განაჩენის გარეშე დაასრულა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ანთაძე: ზაზა გახელაძეს სამედიცინო მომსახურება უტარდება