მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმეზე სხდომა განაჩენის გარეშე დაასრულა

ცხინვალის „სასამართლო“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეზე სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა. 

Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა რამდენიმე მოწმე და ბრალდებული. გამოცემის ცნობით, მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. ის დაკავებისას ფეხში დაიჭრა.

✔️ სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაკავებისას დაჭრეს

✔️ ანთაძე: ზაზა გახელაძეს სამედიცინო მომსახურება უტარდება