მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი: რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭიროა

პესკოვი უკრაინაზე

„რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან არავის ემუქრება და იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭიროა". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

„შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა მიზანშეწონილად ჩაითვალა. რუსეთის ფედერაცია არავის ემუქრება. ჯარი იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“ - განაცხადა პესკოვმა.

მან, ასევე, დაამატა, რომ ჯარი იქ იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც იქნება აუცილებელი. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილი, პესკოვმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს“.

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაიანაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)

🔅 დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება - „სპუტნიკი“

🔅 დონბასში კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს