მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: ასეულობით დაკარგული ჯარისკაცი გვყავს, ვიმედოვნებ ცოცხლებს ვიპოვით

ფაშინინი დაკარგულ ჯარისკაცებზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრძოლის დროს დაკარგული ჯარისკაცების შესახებ განცხადება გააკეთა და იმედოვნებს, რომ მათ ნაწილს ცოცხალს იპოვის. 

„ცნობილია სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ყარაბაღის ომის დროს დაიკარგნენ. სამწუხაროდ, ასეულობით ადამიანზე ვსაუბრობთ და ვიმედოვნებ, ცოცხლებს ვიპოვით.

მაგალითად, გუშინაც გავიგე, რომ იპოვეს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა“, - როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა პატიმართა გაცვლის პირობებზეც ისაუბრა.

„პატიმართა გაცვლა მოხდება ცხედრების გაცვლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ბევრს განვიხილავთ. არის წინადადება გლოვის დღის გამოცხადების შესახებ და როდესაც დავასრულებთ ცხედრების მოძიების პროცესს გვექნება შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში დაღუპული და ინვალიდი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის შესაძლებელია სოციალური გარანტიების გაცემა.

„მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებული ჯარისკაცების ოჯახებთან ურთიერთობა.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინვალიდ ჯარისკაცებთან ურთიერთობა, რადგან მათი სამომავლო ცხოვრების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მთავრობამ აქ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს“, - დასძინა ფაშინიანმა.

📌 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

📌 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს

👉 არმენ სარქისიანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს