მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრიიიი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ ვითარებაზე და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხმა არ დაკარგოს სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების აღწერა ასეთია: 1. „ელიტა“, რომელსაც სომხეთში ძალაუფლება ჩამოერთვა 2018 წლის რევოლუციის შედეგად, ცდილობს შურისძიებას, უფრო მეტიც, საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ „ელიტაზე“ არ არის, არამედ ყველას, ვისაც 2018 წლამდე ჰქონდა პრივილეგიები. 2. ხალხს, რომლებმაც იგრძნეს ძალაუფლების ფაქტორი 2018 წლის რევოლუციის შემდეგ, არ სურს ამ სტატუსის დაკარგვა, განსაკუთრებით ახლა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რეალური წინააღმდეგობა სწორედ მათგან მოდის.

„ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან, რადგან თუ ხალხი თავის სათქმელს იტყვის,„ელიტას“ ვერაფერს გახდება. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა არ დაკარგოს სიტყვის თქმის შანსი“, - დასძინა ნიკოლ ფაშინიანმა.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ტერორი ხორციელდება

👉 სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება