მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოგვარებაში მშვიდობიან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

„კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერი გზა არ არსებობს და მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რაც ჩვენი რეგიონის ყველა ხალხის ინტერესშია. აზერბაიჯანმა ყურად არ იღო არაერთი მოწოდება შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტისკენ და სამხედრო ქმედებები დაიწყო. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლო პროვოკაციული ქმედებები უპასუხოდ დაეტოვებინა. სამწუხაროდ, პროვოკაციები არ წყდება, რაც დაძაბულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს”, - აღნიშნა ფაშინიანმა მინსკში „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ (EAEU) მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

შეტაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება.