მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში 20 000 სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი ემუქრებოდა

ნიკოლ ფაშინიანი მოხალისეთა რაზმებს ქმნის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში 20 000 სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი ან დატყვევება ემუქრებოდა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში შეგვეძლო დაგვეკარგა სტეფანაკერტი და ამის შემდეგ დაგვეკარგა ასკერანი და მარტაკერტი. ამ ქალაქების დაკარგვასთან ერთად, 20 ათასზე მეტ ჯარისკაცს სიკვდილი ან დატყვევება ემუქრებოდა.”,- განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი არ გულისხმობს ყარაბაღის საკითხის არსებით გადაწყვეტას.

„ეს დოკუმენტი არ გულისხმობს ყარაბაღის საკითხის არსებით გადაწყვეტას. საქმე ეხება მხოლოდ ყარაბაღში ომის დასრულებას. კონფლიქტი არც მაშინ მოგვარდა და არც ახლა მოგვარებულა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი განცხადების თანახმად, უკვე ლაჩინის დერეფანში არიან განლაგებულნი, უზრუნველყოფენ ერევანსა და სტეპანაკერტს შორის სახმელეთო კომუნიკაციების უსაფრთხოებას.

„რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ ყარაბაღის მაცხოვრებლების უსაფრთხოებას მთელ ტერიტორიაზე. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ერევანსა და სტეპანაკერტს შორის სახმელეთო კომუნიკაციის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, - აცხადებს ფაშინიანი.

ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

🔴 გაეროს გენერალური მდივანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

🔴 ლევონ ტერ-პეტროსიანი: დაპირისპირება სამოქალაქო ომში არ უნდა გადაიზარდოს