მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს, თუმცა, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება წითელი ხაზია. ამის შესახებ armenpress.am წერს.

„სომხეთი ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის. ყველაზე ცნობილი ყაზანის ინიციატივაა, როდესაც სომხეთი მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აზერბაჯანს არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების თვითგამორკვევის უფლება. მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება არის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.