კონფლიქტები

ფაშინიანი: შუშასთვის ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, მაგრამ ძალები უთანასწორო იყო

ნიკოლ ფაშინიანი შუშაზე
1605520735
დაკოპირებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა უბრძოლველად არავის დაუტოვებია, არანაირ ფარულ გარიგებებს ადგილი არ ჰქონია, იქ ბრძოლებში 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

„მე მესმის საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს. თუ ვინმეს აქვს ასეთი ინფორმაცია, მოგვაწოდოს, თუ რამე იცის და არ მოგვაწვდის, გამოდის, რომ ეს ადამიანები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. მოხდა ის, რომ შუშაში დივერსიულმა ჯგუფებმა შეაღწიეს და ქალაქი დავკარგეთ" - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინინმა სამშვიდობო შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომამდე ვერც ერთ ვარიანტზე შეთანხმება ვერ შედგა. „ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე ამაზე არ მოდიოდა. ამიტომ დაიწყო ომი, ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და სანამ შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოდით. ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა ბოლო წუთამდე“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, სომხური მხარე რამდენიმე რაიონს აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან უარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღეს გრძელდებოდა.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთი პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

1623671245

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1623671092

დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

1623670263

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

1623669165
ავარიულად გამოირთო 500
კვ-იანი ელექტროგადამცემი
ხაზი - ელექტროსისტემა

ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცე...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქით, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წვიმა, ელჭექი და სეტყვა - უახლოესი დღეებ...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.