მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: შუშასთვის ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, მაგრამ ძალები უთანასწორო იყო

ნიკოლ ფაშინიანი შუშაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა უბრძოლველად არავის დაუტოვებია, არანაირ ფარულ გარიგებებს ადგილი არ ჰქონია, იქ ბრძოლებში 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

„მე მესმის საუბარი იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს. თუ ვინმეს აქვს ასეთი ინფორმაცია, მოგვაწოდოს, თუ რამე იცის და არ მოგვაწვდის, გამოდის, რომ ეს ადამიანები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. მოხდა ის, რომ შუშაში დივერსიულმა ჯგუფებმა შეაღწიეს და ქალაქი დავკარგეთ" - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინინმა სამშვიდობო შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომამდე ვერც ერთ ვარიანტზე შეთანხმება ვერ შედგა. „ჩვენ კომპრომისებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე ამაზე არ მოდიოდა. ამიტომ დაიწყო ომი, ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და სანამ შეგვეძლო, ბოლომდე ვიბრძოდით. ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა ბოლო წუთამდე“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, სომხური მხარე რამდენიმე რაიონს აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან უარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღეს გრძელდებოდა.