მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: სომხური ჯარი სამ მხარეს ებრძოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრიიიი ნიკოლ ფაშინიანი

„სომხური მხარე მთიან ყარაბაღში ფაქტობრივად სამ მხარეს ებრძოდა“. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხური ფორმირებების წინააღმდეგ იბრძოდა აზერბაიჯანული ჯარი, თურქული ძალები და დაქირავებული „ბოევიკები“. „აზერბაიჯანულ ჯართან საბრძოლველად ჩვენ მზად ვიყავით, მაგრამ იქ სხვა ძალებიც მონაწილეობდნენ. ომის შეჩერების თხოვნით ჩვენ სწორედ სამხედროებმა მოგვმართეს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია“ - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სტატუსს შეეხო და განაცხადა, რომ სომხეთი ამ რეგიონის თვითგამორკვევის უფლებებს უჭერდა მხარს, ხოლო აზერბაიჯანი ამის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. სწორედ ამას მოჰყვა საბრძოლო მოქმედებების განახლება“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.