მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის ცოლი მთიან ყარაბაღში რჩება (ვიდეო)

ფაშინიანის ცოლი ყარაბაღში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი ამ დრომდე მთიან ყარაბაღში რჩება. მასთან ერთად იქ ქალთა ქვედანაყოფი „ერატო“ იმყოფება. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

“მე მითხრეს, რომ ერევანში მეძებენ და აინტერესებდათ სად ვიმყოფები. მე არცახში ვარ, არსად წავსულვარ და იმ პოზიციებზე ვრჩები, სადაც აქამდე ვიყავი. ჩვენ ვიცავთ ხეობას, რათა მოწინააღმდეგის დივერსანტების გადაადგილება არ მოხდეს“ - წერს აკოფიანი.

პრემიერ-მინისტრის ცოლი ასევე აცხადებს, რომ თავისი რაზმის სხვა წევრების მსგავსად, მალე სახლში დაბრუნდება. „უნდა გავაანალიზოთ შეცდომები და მომავალში ის გავითვალსიწინოთ, რათა ჩვენი სამშობლო დაცული იყოს“ - წერს ნიკოლ ფაშინიანის ცოლი.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.