მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფეთქებადსაშიშია ნატოს ასეთი სტრატეგია“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება სტოლტენბერგს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ფეთქებადსაშიშია ნატოს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ.

„ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს. საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატოს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება“, - აღნიშნულია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა.

„საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.