მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფიზულში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 4 ადამიანი

მანქანა ნაღმზე აფეთქდა

ფიზულში ნაღმზე მანქანა აფეთქდა, დაიღუპა 4 ადამიანი. ამის შესახებ reportaz წერს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 100.2 მუხლით, რაც გულისხმობს აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება და ჩატარება, ასევე 116.0.6 მუხლით, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევას.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔰 მთიან ყარაბაღში 11 ათასი სომეხი ლტოლვილი დაბრუნდა

🔰 აზერბაიჯანის ჯარი ქელბაჯარში შევიდა (ვიდეო)

🔰 ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად აღდამში იმყოფებოდა (ვიდეო)