მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უპირობოდ უნდა აღდგეს

გიორგი გახარია პარლამენტში

"მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის უპირობო აღდგენა. ეს იყო და არის ერთადერთი მექნიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნტების გრძელვადიანი ჩაკეტვა, არის ამ ადამიანების უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ აქვს, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.