მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი 12 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს

ბჟანია და პუტინი შეხვედრაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 12 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა სოჭში გაიმართება.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სოჭში დაგეგმილი შეხვედრის დროს დაგეგმილია ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების განხილვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საკითხები.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც ბჟანია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი გახდა ეს მისთვის რიგით მეხუთე ვიზიტია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პესკოვი: პუტინი ასლან ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავს

🔴 ასლან ბჟანია: ქართველი ოკუპანტებისგან სოხუმის გათავისუფლებას გილოცავთ