მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: აზერბაიჯანს სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონი უნდა გადაეცეს

პუტინი პრეკონფერენციაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონის გადაცემის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას interfax ავრცელებს.

„ჩვენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის, ვფიქრობთ რომ აზერბაიჯანს ხუთს პლიუს ორი რაიონი უნდა გადაეცეს. ყარაბაღში კი გარკვეული რეჟიმი დაწესდეს, რა თქმა უნდა სომხეთთან შეთანხმებით. თავდაპირველად სომხებმა დაიწყეს ბრძოლა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის 7 რაიონიც მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ეს რაიონები არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ორივე მხარეს აქვს თავისი ჭეშმარიტება, საჭიროა ინტერესთა ბალანსის პოვნა, რადგან კვანძი ძალიან რთულია“, - აცხადებს პუტინი.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.