მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სომხების და აზერბაიჯანელების ინტერესებში შედის. „მიღწეული შეთანხმებების მიხედვით შესაძლებელი გახდება მთიან ყარაბაღში არსებული კრიზისის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი, სამართლიანი მოგვარება, რაც სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი იმ პოზიციებზე რჩებიან, რაც 10 ნოემბრისთვის ეკავათ, მოხდება დაღუპულთა და ტყვეთა გაცვლა, ასევე მოხდება რეგიონთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა, მთიან ყარაბაღში შედიან რუსეთის სამშვიდობო ძალები, ხოლო სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.