მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს

პუტინი ბრიფინგზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს.

კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარება იოლი ვერ იქნება.

„აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ 7 რეგიონს არაფერი აქვს საერთო არც ეთნიკურ კონფლიქტთან და არც სომხეთთან. ეს არის, პირველ რიგში, აზერბაიჯანის ტერიტორიები. აზერბაიჯანი, ასევე, ამბობს: ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლება. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი“, - აცხადებს პრეზიდენტი პუტინი.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.