მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

მსჯელობა ყარაბაღზე

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს.

ლიდერებმა საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობაზე შეთანხმდენენ.

მხარეების განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 10 და 17 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმება უნდა დაიცვან.

„აღინიშნა მზადყოფნა რუსეთს და საფრანგეთს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებაზე როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში“, – ნათქვამია რუსეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

⭕ ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

⭕ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დადეს, თუმცა ორივე ხელშეკრულება დაარღვიეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები